პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა!
სიამაყით ვულოცავთ ჩვენი კლინიკის პედიატრს, პროფესორ ნუგზარ უბერს, ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებას!
მისი პროფესიული გზა, მრავალწლიანი გამოცდილება და მედიცინისადმი ერთგულება განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. გვეამაყება, რომ ასეთი ღვაწლმოსილი ექიმი ჩვენი კლინიკის გუნდის წევრია.
ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და კიდევ მრავალ ღირსეულ და სასიხარულო წელს!