ჩვენს კლინიკას გადმოეცა მადლობის სიგელი!
სასიამოვნო სიახლე გვაქვს — საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან თანამშრომლობისთვის, მადლობის სიგელი გადმოგვეცა.
ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას პაციენტების უსაფრთხოებისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი -ს დირექტორს, ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს დიდ მადლობას ვუხდით, ჩვენ კი, მომავალშიც უცვლელად განვაგრძობთ ზრუნვას თითოეული პაციენტის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის.