ჰო-ჰო-ჰო! დღეს ჩვენი კლინიკა ნამდვილ ზღაპრად გადაიქცა!
თოვლის ბაბუა და მისი მხიარული ელფი ჩვენს პატარა პაციენტებს ეწვივნენ და ახალი წელი საჩუქრებით მიულოცეს.
ჩვენ გვჯერა, რომ სითბო, ზრუნვა და თამაში ბავშვების გამოჯანმრთელებას კიდევ უფრო უწყობს ხელს — ამიტომ თითოეულ პატარას განსაკუთრებული სიყვარულით ვხვდებით.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბევრ ღიმილს, ჯადოსნურ დღეებსა და ჯანმრთელობას!