ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენი პატარა პაციენტებისთვის განსაკუთრებული და სიხარულით სავსე დღე მოვაწყვეთ. 

გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს მხარდაჭერისთვის:

 RD Pharma - არ დი ფარმას — საჩუქრებისთვის და ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის;

კომპანია სანტე ჯი-ემ-თის — ბავშვებისთვის გამოგზავნილი საჩუქრების, მუდმივი თანადგომისთვისა და ამ დღის კიდევ უფრო ფერად და დასამახსოვრებელ დღედ ქცევისთვის.

კომპანიების მხარდაჭერა და თითოეული გაღიმებული ბავშვის ბედნიერი თვალები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

მადლობა ყველას, ვინც ამ დღის გალამაზებაში თავისი წვლილი შეიტანა!