24 აპრილი მსოფლიო ჰორმონების დღეა!

ჰორმონების მსოფლიო დღის ფარგლებში, ჩვენ კლინიკაში გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა, სადაც თსსუ-ის სტუდენტებმა, სხვადასხვა ჰორმონის მნიშვნელობასა და ადამიანის ორგანიზმში მათი როლის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. 

შეხვედრა გამოირჩეოდა აქტიური ჩართულობით, ცოდნის გაზიარებითა და პროფესიული გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობით. 

დღის დასასრულს, დამსწრე ექიმებსა და მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინე გორდელაძის მიერ.

მადლობა თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და ინტერესისთვის.