თოჯინების სპექტაკლი "ბატის ჭუკი"
დღეს ჩვენს კლინიკაში საბავშვო თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს თოჯინების სპექტაკლი „ბატის ჭუკი“.
მსახიობებმა ბავშვებს სითბო, ღიმილი და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. მათმა სტუმრობამ ჩვენს პატარა პაციენტებს სიხარულის, სიკეთისა და ღიმილის ჯადოსნური ატმოსფერო შეუქმნა.
ასეთი დღეები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და დიდხანს რჩება ბავშვთა მეხსიერებაში. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით Tbilisi Medic • თბილისი მედიკ -ს.