1 ივნისი - ბავშვთა საერთაშორისო დღე

1 ივნისი — ზაფხულის პირველი დღე და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

1950 წლიდან ეს თარიღი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება!

ამ დღეს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში განსაკუთრებული სიხარული შეიტანა კომპანია სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა, რომლებმაც ჩვენს პაციენტებს საჩუქრები გამოუგზავნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

ბავშვების გაბედნიერებაზე ზრუნავდნენ საყვარელი ანიმაციური გმირებიც, რომელთა გამოჩენამ კლინიკაში ბევრი ღიმილი და მხიარულება მოიტანა.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას!